12 ივნისი, 2017
ინდიელთა სამკურნალო ბალახები - ჩეროკების საიდუმლო
ჩეროკის ტომის ინდიელებს მიაჩნდათ, რომ მცენარეები შემოქმედმა საკვებად და სამკურნალოდ უბოძა მათ. ჩეროკებმა ბევრი მცენარის საიდუმლო გაუმხილეს მსოფლიოს. მათი სასიკეთო გავლენა ჯანმრთელობაზე დღეს უკვე ფართოდაა ცნობილი.

პიტნა

პიტნას აქტიურად იყენებენ კულინარიაში, მათ შორის სხვადასხვა სახის სასმლის მოსამზადებლად. ამასთან, პიტნა ძლიერი ანტიოქსიდანტია, შეიცავს А და С ვიტამინებს, ფოსფორს, კალციუმს, კალიუმსა და მაგნიუმს.
ჩეროკები პიტნის ჩაის საჭმლის მომნელებელი სისტემის სტიმულირებისა და სისხლის წნევის დასარეგულირებლად სვამდნენ. დაჩეჩქვილი პიტნის ფოთლებით კი გამონაყარისა და ქავილის საწინააღმდეგო მალამოს ამზადებდნენ, ასევე იუენებდნენ
ართრიტის სამკურნალოდ. დაფხვნილ პიტნას კი ჭრილობაზე იყრიდნენ როგორც ანტისეპტიკურ და ანესთეტიკურ საშუალებას, ტკივილის შესამცირებლად.

ჟენშენი
ჟენშენი კიდევ ერთი თანამედროვე მცენარეა, რომლის ისტორია ათასწლეულებს ითვლის. ინდიელები მის ფესვებს იყენებდნენ როგორც საკვებად, ისე სამკურნალოდ - დაღლილობის წინააღმდეგ, ენერგიის მოსამატებლად, იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ღვიძლისა და ფილტვების ფუნქციის გასაუმჯობესებლად.

როზმარინი
როზმარინის ჩაის იყენებენ კუნთების ტკივილის სამკურნალოდ, სისხლის მიმოქცევისა და ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად.

ველური კოჭა

ველური კოჭას ფესვისგან მომზადებული ჩაი აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს. შველის ნაწლავებში გაზების დაგროვებისას და კუჭთან დაკავშირებული პრობლემების დროს. ძირძველი ამერიკელები კოჭას წვნიან დაქუცმაცებულ ფესვებს ყურის ტკივილის გასაყუჩებლადც იყენებდნენ.

სვია
სვიის ჩაის იყენებდნენ კუნთების, კბილის, ასევე, ყელის ტკივილის დროს, ყელში გამოსავლებად. შეიძლება ის სხვა სამკურნალო ბალახებსაც შეურიოთ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS