12 ივნისი, 2017
სამკურნალო სალათა - ბოსტნეული, რომელიც ასუფთავებს ნაწლავებსა და ღვიძლს
ის, რომ ჭარხალი მრავალი დაავადების მკურნალია, სიახლე არ არის. ის საკმარისი ენერგიით ამარაგებს ორგანიზმს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ამშვიდებს ნერვებს და უმკლავდება სტრესს, ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და აუმჯობესებს ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას.

შემოგთავაზებთ სალათის რეცეპტს, რომელიც ნებისმიერი დაავადების მკურნალობისას დიდ დახმარებას გაგიწევთ.

ინგრედიენტები:


2-3 ჭარხალი.

2 თავი ხახვი.

პირველი გამოხდის ზეითუნის ზეთი.

ძმარი.

მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი:


ჭარხალი გაფცქვენით და მოხარშეთ - წყალს ერთი მწიკვი მარილი დაუმატეთ.

შემდეგ
დაჭერით და ჯამში მოათავსეთ, ასევე, დაჭერით ხახვი და მოაყარეთ ჭარხალს, მოასხით ზეითუნის ზეთი და ცოტაოდენი ძმარი, მოაყარეთ მარილი და კარგად აურიეთ, ბოლოს ისევ მოასხით ცოტაოდენი ძმარი და გააჩერეთ ერთი საათით.

ეს საოცარი სალათა ასუთავებს ნაწლავებსა და ღვიძლს, აუმჯობესებს მხედველობას. გარდა ამისა, აუმჯობესებს ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას, ამიტომაც შეგიძლიათ ყოველდღე მიირთვათ.

ჭარხალი ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია, ამიტომ კარგი იქნება, თუ მას ხშირად მიირთმევთ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS