09 ივნისი, 2017
თუ ბრონქიტმა, ასთმამ და ანგინამ თავი მოგაბეზრათ - სცადეთ ეს ჩაი
თავშავა (ორეგანო) - ძალიან პოპულარული სანელებელია მათ შორის, ვინც საკუთარ ჯანმრთელობას უფრთხილდება და გატაცებულია ალტერნატიული მედიცინით.

რა არის თავშავა?
თავშავა მცენარეა, რომელსაც სამკურნალო თვისებები აქვს. მისგან ამზადებენ წამლებს, სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.

რატომ არის სასარგებლო?
თავშავას ფოთლები ძირითადად სასუნთქი გზების პრობლემების სამკურნალოდ გამოიყენება, როგორებიცაა - ხველა, ასთმა, ყელის ანთება და ბრონქიტი. ეხმარება კუჭ-ნაწლავის დისკომფორტის, გულძმარვისა და შებერილობის დროს.

თავშავას გამოიყენებენ მენსტრუალური ტკივილის, რევმატოიდული ართრიტის, საშარდე გზების ინფექციის, თავის ტკივილებისა და გულის დაავადებებისას.

როგორ უნდა მიიღოთ თავშავა?
თავშავას მიღების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალება - ნახარშია. დაასხით 1-2 ჩ.კ. ახალ ან გამხმარ თავშავას წყალი. მიიყვანეთ ადუღებამდე და ხარშეთ 5 წუთს. დალიეთ დღეში 3-ჯერ და შედეგი დიდხანს არ დააყოვნებს.

თავშავა, როგორც ნატურალური ანტიბიოტიკი

ფეხების სოკოვანი დაავადების დროს:
წყლით სავსე სათლში ჩააწყვეთ ფეხები და დაუმატეთ თავშავას ზეთი.

გაციებისას:
ცხელ წყალს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი თავშავას ზეთი.

ინფექციების დროს:
1-2 წვეთი თავშავას ზეთი ენის ქვეშ რამდენიმე წუთს გაიჩერეთ, შემდეგ გამოირეცხეთ პირი. შეგიძლიათ ასე გაააკეთოთ დღეში 4-ჯერ.

თავშავა კულინარიაში
თავშავას ფოთლები შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც სანელებელი. ეს ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა.

გამოყენების სხვა წესები
თავშავა შეგიძლიათ წაისვათ კანზე გამონაყარის, ცხიმიანი კანის, ქერტლის, მეჭეჭებისა და პსორიოზის დროს.

დაგეხმარებათ კოღოსა და ობობას ნაკბენის დროს, ღრძილების დაავადების, კბილის ტკივილის, კუნთების ტკივილისა და ვარიკოზული ვენების შემთხვევაში.

თავშავა დაგეხმარებათ მონელებაში, ზრდის ნაღვლის გამოყოფას და ანადგურებს ბაქტერიებს, ვირუსებს, სოკოს, ჭიებსა და მსგავს პარაზიტებს.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS