აი, რა შეუძლია ამ კომბინაციას:
იმუნური სისტემა
ამ კომბინაციის რეგულარული გამოყენება აძლიერებს იმუნურ სისტემას და ორგანიზმს ბაქტერიებისა და ვირუსებისგან იცავს.
ქოლესტერინი
450 მილილიტრ წყალში გახსენით 2 სადილის კოვზი თაფლი და 3 ჩაის კოვზი დარიჩინის ფხვნილი.
ეს ნაზავი 2 საათში 10%-ით აქვეითებს სისხლში მავნე ქოლესტერინის დონეს.
უფრო მეტიც, ამ კომბინაციას, თუ დღეში სამჯერ
ასევე, ქოლესტერინის სიმპტომების შესამსუბუქებლად შეგიძლიათ საჭმელთან ერთად, ყოველდღიურად თაფლიც მიირთვათ.
გაციება
სამი დღის განმავლობაში ყოველდღე მიირთვით ერთი სადილის კოვზი თაფლისა და ¼ სადილის კოვზი დარიჩინის ფხვნილის ნაზავი. ეს კომბინაცია შველის ხველებასაც, თან ძალიან გემრიელიცაა.
საუკეთესო მკურნალია გრიპის დროსაც.
კბილის ტკივილი
5 სადილის კოვზ თაფლს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი დარიჩინი და მიღებული მასა წაისვით მტკივან კბილზე დღეში სამჯერ.
ართრიტი
ართრიტის შემთხვევაში ერთ ჭიქა ცხელ წყალში გახსენით 2 სადილის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი დარიჩინის ფხვნილი და დალიეთ.
კუჭის პრობლემები
ზემოაღნიშნული რეცეპტი შველის კუჭის ტკივილსა და დისკომფორტს წყლულის დროს.
შველის გაზების დაგროვებასაც.
წონის დაკლება
თაფლისა და დარიჩინის ნაზავის რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს ზედმეტი წონის მოშორებას. ეს კომბინაცია აფერხებს ორგანიზმში ცხიმის დაგროვებას, მაშინაც კი, თუ მაღალკალორიულ საკვებს მიირთმევთ.
ამისთვის ერთ ჭიქა თბილ წყალში გააზავეთ თაფლი და დარიჩინი და დალიეთ უზმოზე, საუზმის წინ და საღამოს, ძილის წინ.
საშარდე ბუშტის ინფექცია
ერთ ჭიქა თბილ წყალში გახსენით დარიჩინი და თაფლი პროპორციით 2:1. ეს ნაზავი ანადგურებს მიკრობებს შარდის ბუშტში.
სოფიო ბულაური