09 ივნისი, 2017
გამოივლეთ ეს პირის ღრუში - დაიბრუნეთ თვალისმომჭრელი ღიმილი
მართალია, დღეს უამრავი კბილის მათეთრებელი საშუალება არსებობს, მაგრამ ხშირად ვერ ვიღებთ სასურველ შედეგს.

თუ გსურთ დაზოგოთ ფული და რაც მთავარია, კბილების მინანქარი, ბუნებრივ საშუალებებს მიმართეთ.

კბილების გათეთრებასა და საერთოდ, პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ნატურალური ვაშლის ძმარი დაგეხმარებათ. ამ პროდუქტის ფართო შესაძლებლობები დიდი ხანია ცნობილია.

ვაშლის ძმარი აშორებს ლაქებს კბილებიდან, ათეთრებს მათ, კლავს პირის ღრუსა და ღრძილებზე დაბუდებულ ბაქტერიებს.

გამოყენების წესი:

დილით ნახევარი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი გახსენით ერთ ფინჯან წყალში და
გამოივლეთ პირის ღრუში. შემდეგ გამოივლეთ სუფთა წყალი და კბილები ჩვეულებრივ გაიხეხეთ.

თუ ამ პროცედურას რეგულარულად მიმართავთ, სწრაფად მოიშორებთ ლაქებს კბილებიდან და დაუბრუნებთ მათ სიქათქათეს.

რა უნდა გააკეთოთ ვაშლის ძმრის გამოყენების წინ:
გამოყენების წინ აუცილებლად შეანჯღრიეთ ვაშლის ძმრის ბოთლი, რადგან ძირითადი ნაერთები ფსკერზე ილექება.

ძმარი აუცილებლად უნდა გააზავოთ წყლით, მისი სუფთა სახით გამოყენებამ შეიძლება, პირიქით, ავნოს კბილებს.

პროცედურა დღეში მხოლოდ ერთხელ ჩაიტარეთ, ჭარბი რაოდენობით ძმრიანი წყლის გამოყენებამ შეიძლება დაასუსტოს კბილის მინანქარი.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS