ამ სასმელს ბევრი ურატესობა აქვს, მასში შემავალი ბუნებრივი ინგრედიენტები გამოირჩევა ანთების, მიკრობების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი და თვისებებით. მათი დახმარებით შეგიძლიათ გაიძლიეროთ იმუნიტეტი, გაისუფთაოთ ღვიძლი, მოიწესრიგოთ სისხლის წნევა, გაიუმჯობესოთ მეხსიერება და ტვინის ფუნქცია, დაიქვეითოთ მავნე ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონე, გაიმჯობესოთ საჭმლოს მომნელებელი ტრაქტის მდგომარეობა, შეიმსუბუქოთ ნევროლოგიური პრობლემები, დაარეგულიროთ ნივთიერებათა ცვლა და წონა.
ნაბჯი პირველი
ინგრედიენტები:
½ ჩაის კოვზი დაფქული შავი წიწაკა.
½ ჭიქა გაფილტრული წყალი.
¼ ჭიქა კურკუმის ფხვნილი.
მომზადების წესი:
ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ჯამში და
შემოდგით ცეცხლზე, ურიეთ შეუწყვეტლივ, ვიდრე სქელ პასტას არ მიიღებთ, მიღებული მასა გააცივეთ და მაცივარში შეინახეთ.
მეორე ნაბიჯი
ინგრედიენტები:
1 ჭიქა ნუშის რძე.
1 სადილის კოვზი ქოქოსის ზეთი.
1 სადილის კოვზი თაფლი.
¼ ჩაის კოვზი კურკუმა.
მომზადების წესი:
თაფლის გარდა ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ჯამში, შემოდგით საშუალო ცეცხლზე და განუწყვეტლივ ურიეთ, მიიყვანეთ ადუღებამდე, ოღონდ არ აადუღოთ. ოდნავ გააგრილეთ, დაუმატეთ თაფლი და დალიეთ.
სოფიო ბულაური