07 ივნისი, 2017
პროსტატიტი, დიაბეტი, ქოლესტერინი, გასტრიტი - გოგრის თესლი დაგეხმარებათ
გოგრის თესლი მდიდარია სხვადასხვა სასარგებლო ნივთიერებით. მათ შორის არის ნივთიერება, რომელიც აფერხებს პროსტატის ზრდას.

ასევე, ეხმარება ორგანიზმს სხვა დაავადებებთან ბრძოლაში.

შეგიძლიათ მიირთვათ გოგრის თესლი ყოველდღე ერთი სადილის კოვზი მაინც, მარილის გარეშე.

შემოგთავაზებთ მაღალი კვებითი ღირებულების ნაყენის რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ პროსტატის ანთების, მაღალი დონის ქოლესტერინისა და გასტრიტის მკურნალობაში.

ინგრედიენტები:

1 მუჭა გოგრის ნედლი თესლი.

1 ჭიქა წყალი.

გოგრის თესლი დაგეხმარებათ, ერთი მხრივ: ანთების საწინააღმდეგო, მეორე მხრივ, შარდმდენი თვისებების წყალობით. ამდენად, გოგრის თესლის საშუალებით თქვენ გაისუფთავებთ შარდის
ბუშტს და მავნე ნივთიერებებს უმტკივნეულოდ გამოდევნით ორგანიზმიდან. ეს კი შეაფერხებს პროსტატის გადიდების პროცესს.

მომზადების წესი:

გოგრის თესლი დაჩეჩქვეთ და დაასხით ადუღებამდე მივანილი ცხელი წყალი. გააჩერეთ 10-15 წუთით, შემდეგ გადაწურეთ. დალიეთ ნაყენი ყოველდღე.

მალე ჯანმრთელობის საერთო მდგომარება საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS