07 ივნისი, 2017
8 უწყინარი ჩვევა, რომლებიც თქვენს თირკმლებს ნელ-ნელა ანადგურებს
პირველ რიგში უნდა განთავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან, რომლებიც ზიანს აყენებს თქვენს თირკმლებს:

1. არასაკმარისი წყლის მიღება
წყლის ნაკლებობა თირკმლებისთვის დიდი რისკია, რადგან სისხლის მიწოდება იკლებს და სხეულში ტოქსინები გროვდება.

2. ტუალეტში შესვლის გადადება
სავსე საშარდე ბუშტი, ცუდი იდეაა რამდენად დაკავებულიც არ უნდა იყოთ. მომავალში გართულებებს გამოიწვევს.

3. გადაჭარბებული ნატრიუმის მიღება
თუ არ გსურთ ჯანმრთელობასთან პრობლემები შეგექმნათ, შეამცირეთ მარილის მიღების რაოდენობა. ამასთან, თირკმლებს ნატრიუმის გამოდევნა უჭირს.

4. ზედმეტად დიდი რაოდენობით ყავა და კოფეინი
დროდადრო ყავის მიღებაში არაფერია
ცუდი, თუმცა ზედმეტი კოფეინი ზიანს მიაყენებს თქვენს თირკმლებს.

5. ტკივილგამაყუჩებლების ბოროტად გამოყენება
ტკივილგამაყუჩებელი წამლის მიღება საშიში არ არის, თუმცა უმნიშვნელო ტკივილზეც მის გამოყენებას უსიამოვნო გვერდითი მოვლენები ახლავს.

6. ჭარბი ცილები
ჩვეულებრივ ცილა სასარგებლოა, თუმცა ჭარბი რაოდენობით მიღება ორგანიზმში ზედმეტად დიდ მეტაბოლისტურ გადატვირთვას იწვევს.

7. წოლითი რეჟიმის არ გაფრთხილება
გაციებისა და გრიპის დროს აგრძელებთ სამუშაოს? უმჯობესია საწოლში ჩაწვეთ და თირკმლებს გაუფრთხილდეთ. სხვაგვარად ავადმყოფობა გაგიგრძელდებათ და შინაგანი ორგანოები გადაიტვირთება.

8. ზედმეტი ალკოჰოლის მიღება
მცირე დოზით მიღება დაშვებულია, თუმცა თუ სპირტიან სასმელს დიდი რაოდენობით იღებთ, ადრე თუ გვიან აუცილებლად ინანებთ.

ამიტომ, შეჩერდით, ვიდრე გვიანი არ არის!

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS