07 ივნისი, 2017
მხოლოდ ერთი წვეთი - როგორ მოქმედებს ორეგანო ფილტვებზე
როცა გაწუხებთ თვალების ქავილი, ქავილი ცხვირში, რასაც თან ახლავს ხველება, ასევე, ცემინება, დარწმუნდით, რომ ეს მხოლოდ სეზონური ალერგიაა.

როცა ორგანიზმი ზედმეტად რეაგირებს გარემო ცვლილებებზე, საქმე სეზონურ ალერგიას ეხება. მართალია, ეს ბევრ უსიამოვნებასთანაა დაკავშირებული, მაგრამ პროცესის მართვა შესაძლებელია, თანაც ბუნებრივი საშუალებებით. მათ შორის ერთ-ერთია ორეგანოს (თავშავა) ზეთი.

ორეგანოს ზეთი ებრძვის ისეთ დაავადებებს, როგორიცაა წანაზარდები და Candida, ასევე, კოლიტი, ასთმა და რესპირატორული დაავადებები და ჰიპერმგრძნობელობა. არეგულირებს ჰორმონებს და ამსუბუქებს მენოპაუზის პროცესს.

ორეგანოს ზეთი წმენდს ფილტვებს.

აი, რამდენიმე
საშუალება, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ფილტვების გასასუფთავებლად:

1-2 წვეთი ორეგანოს ზეთი დაიწვეთეთ ხელისგულზე, ხელისგულები ერთმანეთზე კარგად გაუსვით, რომ გახურდეს და შეისუნთქეთ აორთქლებული არომატი. შემდეგ ხელები კარგად დაიბანეთ სანამ სახეზე ან თვალებზე მოისვამთ.

ერთ ჭიქა თბილ წყალში გახსენით 1 წვეთი ორეგანოს ზეთი და 1 ჩაის კოვზი თაფლი. 10 დღეზე მეტ ხანს ნუ გამოიყენებთ, თორემ ზედმეტი დოზა შეიძლება მომწამვლელი აღმოჩნდეს ღვიძლისთვის.

გაითვალისწინეთ:

ორეგანოს ზეთის გამოყენება არ შეიძლება ჩვილი და არასრულწლოვანი ბავშვებისთვის. ასევე, ორსული და მეძუძური დედებისთვის და დიაბეტით დაავადებულთათვის.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS