06 ივნისი, 2017
ბუნებრივი კბილის პასტა - შეინარჩუნეთ ჯანმრთელი კბილები
მავნე ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად ბოლო დროს სულ უფრო მეტად ინტერესდებიან ბუნებრივი საშუალებებით. ეს ტენდენცია სტომატოლოგიაშიც აშკარად შეიმჩნევა.

კბილის პასტები შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებმაც შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს. ამიტომაც პაციენტების უმრავლესობა ალტერნატიულ საშუალებებს ეძებს.

შემოგთავაზებთ ნატურალურ კბილის პასტის რეცეპტს, რომლის მთავარი კომპონენტი ქოქოსის ზეთია.

ინგრედიენტები:
½ ჭიქა ქოქოსის ზეთი.
2-3 სადილის კოვზი საკვები სოდა.
15-30 წვეთი ლიმონის ან პიტნის ეთერზეთი.

მომზადების წესი:
ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ და მიღებული მასა გამოიყენეთ როგორც კბილის პასტა.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS