26 ნოემბერი, 2013
როგორ მოქმედებს პომადა კბილებზე
აღმოჩნდა, რომ პომადების შემადგენლობაში შედის პარაფინი და მიუხედავად იმისა, რომ მისი კონცენტრაცია თითქმის უმნიშვნელოა ბრაზილიელ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ეს პოპულარული კოსმეტიკური პროდუქტი დამღუპველად მოქმედებს მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა ჯანმრთელობაზე.

სპეციალისტებმა მსოფლიოში ცნობილი ბრენდების წარმოების 10-ზე მეტი პომადა შეისწავლეს.

აღმოჩნდა, რომ პომადების შემადგენლობაში შედის პარაფინი და მიუხედავად იმისა, რომ მისი კონცენტრაცია თითქმის უმნიშვნელოა, ყოველდღიური გამოყენებისას პარაფინი შეიძლება, კარიესის განვითარების მიზეზი გახდეს.

დეკორატიული კოსმეტიკის ნაწარმში შემავალი ქიმიური ნივთიერებები კბილის მინანქარზე ხვდება და პომადის რეგულარული გამოყენებისას კბილებზე შეიძლება მიკრობზარები
გაჩნდეს, რაც კარიესის განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS