05 ივნისი, 2017
რჩევები ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად - ეს ძალიან ადვილია
შემოთავაზებული რეცეპტები თქვენს მკურნალობას უფრო შედეგიანს გახდის, ზოგ შემთხვევაში შეიძლება ქიმიური პრეპარატებისგანაც გიხსნათ.

მაღალი წნევა
1 ჭიქა ჭარხლის წვენში მთლიანად გახსენით 1 ჭიქა ნატურალური თაფლი. წნევის დასარეგულირებლად მიირთვით 1 სადილის კოვზი ნაზავი ყოველდღე ჭამის წინ.

ანემია
აურიეთ ერთმანეთში ერთი ჭიქა ვაშლის წვენი და 3 სადილის კოვზი ჭარხლის წვენი. დალიეთ ყოველდღე ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.

კლიმაქსი და დარღვეული მენსტრუალური ციკლი
ახალგამოწურული ჭარხლის წვენი და გამოხდილი წყალი გააზავეთ პროპორციით 1:1. ეს ნაზავი დალიეთ კლიმაქსის პერიოდში, ასევე, დარღვეული
მენსტრუალური ციკლის დროს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS