05 ივნისი, 2017
ნაყენი, რომელიც აღადგენს მხედველობას
შემოთავაზებული ნაყენი დაგეხმარებათ ისეთი დაავადებების მკურნალობაში, როგორიცაა გლაუკომა, კატარაქტა, ცრემლდენა, ახლომხედველობა, შორსმხედველობა. მხედველბასთან დაკავშრებული პრობლემების გარდა, ის აუმჯობესებს სმენას და ასუფთავებს სისხლძრღვებს.

რეცეპტი უბრალო და უნივერსალურია. მისი მომზადება ძალიან ადვილია. ქალბატონი, რომელმაც ის გაგვიზიარა, ირწმუნება, რომ დედამისს, 62 წლის ქალბატონს, მარჯვენა თვალზე მთლიანად გადაეკრა თეთრი აპკი, ლიბრი, მარცხენა თვალშიც თანდათან უქვეითდებოდა მხედველობა. დაიწყო ამ ნაყენის გამოყენება. ერთი წლის განმავლობაში ქალბატონმა 3 ნახევარლიტრიანი ბოთლი დალია. მართალია, მარჯვენა თვალში მხედველობა არ აღუდგა (თვალი უკვე მკვადი იყო), მაგრამ
მთლიანად მოშორდა ლიბრი. მარცხენა თვალში კი მხედველობა გაუუმჯობესდა და კარგად ხედავს.

რეცეპტი:

შეურიეთ ერთმანეთში თითო მუჭა კოთხუჯი და კალენდულა (გულყვითელა) და დაასხით 0,5 ლიტრი არაყი, დადგით ბნელ ადგილას და გააჩერეთ 12 დღის განმავლობაში. შეანჯღრიეთ, შეგიძლიათ, არ გადაწუროთ.

დალიეთ თითო ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. მკურნალობის მთლიანი კურსი მოიცავს 4 ნახევარლიტრიან ბოთლს ერთი წლის განმავლობაში.

შეგიძლიათ მთელი ნაყენი ერთბაშად მოამზადოთ: რაც უფრო დიდი ხნისაა ნაყენი, მით უკეთესია. 1 ბოთლი 2 თვეს გეყოფათ. ერთი ბოთლის დაცლის შემდეგ ერთი თვით შეისვენეთ.

შეგიძლიათ, ნაყენი ერთლიტრიან ქილაში დააყენოთ და შემდეგ გადაასხათ ქილებში.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS