04 ივნისი, 2017
პომიდორი და მარილი - განახლებული კანი ნახევარ საათში
შემოთავაზებული რეცეპტის მეშვეობით თქვენ საგრძნობლად გაიახალგაზრდავებთ კანს და გაუმკლავდებით მასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

პირველი ნაბიჯი:
პომიდორი გაჭერით შუაზე და გამოწურეთ წვენი, შემდეგ შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი მარილი და გამოიყენეთ სკრაბის სახით. ასევე, წაისვით პრობლემურ მონაკვეთზე, გაიჩერეთ 10 წუთით და შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

მეორე ნაბიჯი:
აიღეთ მეორე პომიდორი, გამოწურეთ წვენი და შეურიეთ ბრინჯის ფქვილი იმ კონსისტენციამდე, რომ სახეზე წასმა შეძლოთ. გაიჩერეთ 20 წუთით და ჩამოიბანეთ.

გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღე, თქვენი კანი ბევრად უკეთესი გახდება.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS