02 ივნისი, 2017
ჩაის ხის ზეთი - შინაური მკურნალი ყურის ტკივილისა და გაციებისას
ჩაის ხის ზეთს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემის მოგვარება შეუძლია. მათ შორისა:

ყურის ტკივილი
შეათბეთ ზეითუნისა და ჩაის ხის ზეთი პროპორციით 2:1 - ჩაიწვეთეთ ყურში 1-2 წვეთი. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ.

გაციება, სურდო, ხველება
ინჰალატორში ჩაამატეთ 10 წვეთი ჩაის ხის ზეთი და გაიკეთეთ ინჰალაცია ძილის წინ, სურდოს დროს ზეთი შეიზილეთ ცხვირის ფუძესა და შუბლის არეში.

ყელის ტკივილი, ლარინგიტი
ერთ ჭიქა თბილ წყალში გახსენით 5 წვეთი ჩაის ხის ზეთი და გამოივლეთ ყელში 2-3-ჯერ დღეში.

წყლულები ცხვირში
ზეითუნისა და
ჩაის ხის ზეთი აურიეთ ერთმანეთში პროპორციით 1:5, დაასველეთ მასში ბამბის ტამპონი და წაისვით დაზიანებულ მონაკვეთზე.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS