სამწუხაროდ, ბევრი ვერ იღებს მაგნიუმის დღიურ ნორმას. შეიძლება ეს თავიდან ვერც შეამჩნიოთ, მაგრამ როცა განსხვავება დღიურ ნორმასა და მიღებულ რაოდენობას შორის თანდათან იზრდება, თავს იჩენს უსიამოვნო სიმპტომები და შეიძლება სერიოზული საფრთხეც შეექმნას ორგანიზმს.
თავის ტკივილი
მუდმივი თავის ტკივილი, ერთი შეხედვით, განსაკუთრებული მიზეზის გარეშე, შეიძლება, სწორედ მაგნიუმის უკმარისობით იყოს გამოწვეული. ასეთი თავის ტკივილის დროს ორგანიზმის განსაკუთრებით
ძლიერი კრუნჩხვები
მაგნიუმი მონაწილეობს ახალი კუნთოვანი ბოჭკოს წარმოქმნაში და არეგულირებს კუნთების მოძრაობას, ამიტომაც მისმა ნაკლებობამ შეიძლება კუნთების მტკივნეული სპაზმები გამოიწვიოს.
სუსტი ძვლები
მაგნიუმი არა მარტო მონაწილეობს ძვლების ფორმირებაში, არამედ აუცილებელია, რათა ძვლებმა სათანადოდ აითვისოს მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი კალციუმი.
მაგნიუმის ნაკლებობა ხშირად ხდება ოსტეოპოროზის მიზეზი, რის გამოც ძვლები ძალიან მყიფე ხდება და ადვილად ტყდება.
არაბალანსირებული შაქრის დონე სისხლში
მაგნიუმის უკმარისობა მაღლა სწევს სისხლში შაქრის დონეს და ზრდის მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს. მაგნიუმის დახმარებით შეიძლება სისხლში გლუკოზის გამოტყორცნის გაკონტროლება.
სწორედ მაგნიუმის ნაკლებობის ბრალი შეიძლება იყოს მაღალი არტერიული წნევა, უძილობა, კუნთების ტკივილი, დეპრესია და შფოთი.
საშუალო ასაკის ქალბატონებს დღეში 320 მილიგრამი, ხოლო მამაკაცებს 420 მილიგრამი მაგნიუმი სჭირდებათ.
მაგნიუმის მარაგის შევსება ბუნებრივი გზითაც შეგიძლიათ. საჭიროა, რაც შეიძლება ხშირად მიირთვათ შემდეგი პროდუქტები:
ოსპი, ლობიო, ნუში, ბანანი, შვრიის ფაფა, კაკაო, მწვანე ფოთლოვანი მწვანილი, გოგრის თესლი, კაკალი, მარცვლეული, ბრაზილიური კაკალი.
სოფიო ბულაური