31 მაისი, 2017
ზურგი გტკივათ, ხერხემლის თიაქარი და სახსრები გაწუხებთ, ფეხი იღრძეთ? - ეს მალამო გიშველით
არავითარი ქიმია, წაისვით ეს მალამო და იგრძენით შვება. მალამოს წასმის შემდეგ დაიფინეთ ტილოს ნაჭერი და მჭიდროდ შეიხვიეთ. დასაფენად კალკას ან პოლიეთილენს ნუ გამოიყენებთ. კანმა უნდა "ისუნთქოს".

თუ მალამოს საღამოს წაისვამთ, დილით ტკივილი ჩაცხრება, ორიოდე დღეში კი საერთოდ გაქრება.

რეცეპტი:
5 აბი მუმიე გახსენთ 5 წვეთ წყალში, კბილის ჩხირით ურიეთ მანამ, სანამ მუმიე მთლიანად არ გაიხსნება. თუ ძალიან სქელი გამოგივათ კიდევ ორი წვეთი წყალი დაუმატეთ, შეეცადეთ, წყალი ზედმეტი არ მოგივიდეთ.

ინგრედიენტები:
5 აბი წყალში გახსნილი მუმიე,
ზემოაღნიშნული რეცეპტით მომზადებული.
1 სადილს კოვზი სოჭის ზეთი.
3 სადილის კოვზი თაფლი.

მომზადების წესი:
ინგრედიენტები კარგად აურიეთ ერთმანეთში - მალამო მზად არის. მიღებული მასა შეინახეთ თავდახურულ ქილაში. გამოყენების წინ მოურიეთ.

გამოყენების წესი:
წაისვით ძალიან თხლად. სქელმა ფენამ შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.
მაცივარში არ შეინახოთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ელგუჯა
ვერ გავიგე.ის 5 აბი მუმია გახსნილი 5 წვეთ წყალში უნდა აურიოთ სოჭის ზეთსა და თაფლში?
22:50 / 24-04-2018
გამოხმაურება / 0 /
რუსუდანი
მუმიო მე რუსეთიდან ჩამომიტანეს
11:53 / 26-07-2017
გამოხმაურება / 1 /
ინგა
სად შეიძლება ვიყიდო სოჭის ზეთი
15:36 / 29-05-2019
ქეთინო
მუმიე იყიდება აფთიაქში, ბუნებრივი წარმონაქმნია
19:48 / 25-07-2017
გამოხმაურება / 0 /
შორენა
სად ვიშოვი მუმიეს?
18:49 / 02-06-2017
გამოხმაურება / 0 /
მაგნოლია
ეხლა ვინც იცის მითხარით ინგრედიენტები სად შევიძინო
01:53 / 01-06-2017
გამოხმაურება / 0 /
სოფიო
მუმიე რა არის და სად იშოვება ხომ ვერ მეტყვით
00:56 / 01-06-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS