თუ მალამოს საღამოს წაისვამთ, დილით ტკივილი ჩაცხრება, ორიოდე დღეში კი საერთოდ გაქრება.
რეცეპტი:
5 აბი მუმიე გახსენთ 5 წვეთ წყალში, კბილის ჩხირით ურიეთ მანამ, სანამ მუმიე მთლიანად არ გაიხსნება. თუ ძალიან სქელი გამოგივათ კიდევ ორი წვეთი წყალი დაუმატეთ, შეეცადეთ, წყალი ზედმეტი არ მოგივიდეთ.
ინგრედიენტები:
5 აბი წყალში გახსნილი მუმიე,
1 სადილს კოვზი სოჭის ზეთი.
3 სადილის კოვზი თაფლი.
მომზადების წესი:
ინგრედიენტები კარგად აურიეთ ერთმანეთში - მალამო მზად არის. მიღებული მასა შეინახეთ თავდახურულ ქილაში. გამოყენების წინ მოურიეთ.
გამოყენების წესი:
წაისვით ძალიან თხლად. სქელმა ფენამ შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.
მაცივარში არ შეინახოთ.
სოფიო ბულაური