31 მაისი, 2017
ქოქოსი და ლიმონი - გაისწორეთ თმა ქიმიის გარეშე
ბევრი ოცნებობს გლუვ, მბზინვარე და სწორ თმაზე. თუმცა ყოველდღიურმა პროცედურამ თმას შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს, არც ქიმიური ზემოქმედებაა სასიკეთო. ყველაზე უსაფრთხო და სასარგებლო ბუნებრივი ინგრედიენტები გახლავთ.

სწორედ ასეთია შემოთავაზებული რეცეპტი, რომელიც ორი ინგრედიენტისგან შედგება და კარგი შედეგიც აქვს.

თმის ბუნებრივი გზით გასასწორებლად დაგჭირდებათ ქოქოსის რძე და ლიმონის წვენი.

ინგრედიენტები:
1 ფინჯანი ქოქოსის რძე.
1 ლიმონის წვენი.
2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი.
3 სადილის კოვზი სიმინდის სახამებელი.

მომზადების წესი:
შეურიეთ ერთმანეთში ქოქოსის რძე და ზეითუნის ზეთი,
შემდეგ დაამატეთ სიმინდის სახამებელი, ლიმონის წვენი, აურიეთ ისე, რომ მასაში კოშტები არ წარმოიქმნას და შემოდგით ცეცხლზე, თან შეუწყვეტლივ ურიეთ, ვიდრე არ შესქელდება.

მიღებული მასა ოდნავ გააგრილეთ და თბილი წაისვით თმაზე, კარგად შეიფუთეთ, გაიჩერეთ 1-2 საათით და შამპუნით ჩამოიბანეთ.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS