30 მაისი, 2017
გაიხანგრძლივეთ სიცოცხლე - ქართულ მონასტერში აღმოჩენილი რეცეპტი, რომელიც ყველა ენაზე ითარგმნა
1971 წელს იუნესკოს ექსპედიციამ თბილისის ერთ-ერთ მონასტერში თიხის ფირფიტაზე დაწერილი რეცეპტი აღმოაჩინა, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე ითარგმნა.

მას ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნეში იყენებდნენ, უფრთხილდებოდნენ და თაობიდან თაობას გადასცემდნენ. ის დიდხანს უნარჩუნებს ორგანიზმს ჯანმრთელობას და ახალგაზდობას.

მისი მომზადება ადვილია, თუმცა მიღებისას მკაცრად უნდა გაითვალისწინოთ მოცემული რეკომენდაცია.

ინგრედიენტები:
100 გრამი გვირილა.
100 გრამი კრაზანა.
100 გრამი ნეგო (უკვდავა)
100 გრამი არყის ხის კვირტები.

ეს ნაკრები მკვეთრად აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ასუფთავებს ორგანიზმს ზედმეტი ცხიმისა და
დაგროვილი მავნე ნივთიერებებისგან, რის შედეგადაც სისხლძარღვები იწმინდება და უფრო ელასტიკური ხდება. შესაბამისად, მცირდება სკლეროზის, ინსულტის, ინფარქტისა და ჰიპერტონიის განვითარების რისკი. ქრება ხმაური ყურებში, უმჯობესდება მხედველობა, ახალგაზრდავდება ორგანიზმი.

მომზადების წესი:

მთელი ეს ნაკრები დაფქვით ყავის საფქვავის მეშვეობით და მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში. საღამოს აიღეთ ერთი სადილის კოვზი ნარევი და დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ 20 წუთით და შემდეგ გადაწურეთ ბამბის ქსოვილის დახმარებით (მარლა არ გამოიყენოთ).

დაისხით ერთი ჭიქა ნაყენი, შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და დალიეთ ვახშმის შემდეგ. ამ ნაყენის დალევის შემდეგ არაფერი ჭამოთ და წყალიც კი არ დალიოთ.

დილით: წინა საღამოს დარჩენილი ნაყენი ორთქლზე შეათბეთ, გახსენით მასში 1 ჩაის კოვზი თაფლი და დალიეთ.

ასე გააგრძელეთ ყოველდღე, ვიდრე მომინანქრებულ ჭურჭელში შენახული ნაკრები არ დამთავრდება.

კურსი შეგიძლიათ გაიმეოროთ ხუთი წლის შემდეგ.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
დათო
თუ ვინმემ იცით ამიხსენით რა არის არყის ხის თირკმელი, მადლობა გიხდით წინასწარ.
02:54 / 31-05-2017
გამოხმაურება / 0 /
lia
ra aris aryis xis tirkmeli
02:48 / 31-05-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS