30 მაისი, 2017
გაიხანგრძლივეთ სიცოცხლე - ქართულ მონასტერში აღმოჩენილი რეცეპტი, რომელიც ყველა ენაზე ითარგმნა
1971 წელს იუნესკოს ექსპედიციამ თბილისის ერთ-ერთ მონასტერში თიხის ფირფიტაზე დაწერილი რეცეპტი აღმოაჩინა, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე ითარგმნა.

მას ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნეში იყენებდნენ, უფრთხილდებოდნენ და თაობიდან თაობას გადასცემდნენ. ის დიდხანს უნარჩუნებს ორგანიზმს ჯანმრთელობას და ახალგაზდობას.

მისი მომზადება ადვილია, თუმცა მიღებისას მკაცრად უნდა გაითვალისწინოთ მოცემული რეკომენდაცია.

ინგრედიენტები:
100 გრამი გვირილა.
100 გრამი კრაზანა.
100 გრამი ნეგო (უკვდავა)
100 გრამი არყის ხის კვირტები.

ეს ნაკრები მკვეთრად აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ასუფთავებს ორგანიზმს ზედმეტი ცხიმისა და
დაგროვილი მავნე ნივთიერებებისგან, რის შედეგადაც სისხლძარღვები იწმინდება და უფრო ელასტიკური ხდება. შესაბამისად, მცირდება სკლეროზის, ინსულტის, ინფარქტისა და ჰიპერტონიის განვითარების რისკი. ქრება ხმაური ყურებში, უმჯობესდება მხედველობა, ახალგაზრდავდება ორგანიზმი.

მომზადების წესი:

მთელი ეს ნაკრები დაფქვით ყავის საფქვავის მეშვეობით და მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში. საღამოს აიღეთ ერთი სადილის კოვზი ნარევი და დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ 20 წუთით და შემდეგ გადაწურეთ ბამბის ქსოვილის დახმარებით (მარლა არ გამოიყენოთ).

დაისხით ერთი ჭიქა ნაყენი, შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და დალიეთ ვახშმის შემდეგ. ამ ნაყენის დალევის შემდეგ არაფერი ჭამოთ და წყალიც კი არ დალიოთ.

დილით: წინა საღამოს დარჩენილი ნაყენი ორთქლზე შეათბეთ, გახსენით მასში 1 ჩაის კოვზი თაფლი და დალიეთ.

ასე გააგრძელეთ ყოველდღე, ვიდრე მომინანქრებულ ჭურჭელში შენახული ნაკრები არ დამთავრდება.

კურსი შეგიძლიათ გაიმეოროთ ხუთი წლის შემდეგ.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
მაია
მანდ აკლია ყვავის ფრჩხილი დაფქვილი და კოღოს ნახევარი ტვინი.გამორჩათ ეტყობა
12:12 / 16-02-2019
გამოხმაურება / 0 /
მაიას
რას ბოდიალობ 2 კლასის განათლება არ გაქვს?გადაშალე რაღაცა და წაიკითხე,სამკურნალოდ იყენებენ არყის ხის კვირტებს,რაც შეეხება კრაზანას,მისი გამოყენების შემდეგ შინაგანად,მოერიდეთ მზეს, რადგან მზეზე სახეზე ლაქები შეიძლება გაგიჩნდეთ,მერე კი თანდათან გადავა,ამიტომ არაა სასურველი კრაზანის შემცველი ნაყენი ზაფხულში დალიოთ,მოკლედ ეს რეცეპტი თუ არ გარგებთ ,არ გავნებთ.ნეტა 5 წელი ვიღამ დაადგინა,ყოველ წელს რომ დალიონ ქვეყანა დაიქცევა?ძალიან სიშტერეებს ნუ წერთ ხოლმე რა.რომ არ დაფქვათ ქვეყანა დაიქცევა?სხვა ეფექტი ექნება?ხანდახან სპეციალისტსაც ჰკითხეთ,არ დაგაყვედრებენ.
18:27 / 28-08-2017
გამოხმაურება / 0 /
ლილე
1971 წელს იუნესკოს ექსპედიციას შემოუშვებდნენ საქართველოში? (იმ დროინდელ სანჭოთა კავშირში) , რომელ მონასტერში აღმოაჩინეს და რა ენაზე იყო დაწერილი თიხის ფირფიტაზე ეს რეცეპტი? წყაროც მიუთითეთ თუ შეიძლება.
14:21 / 28-08-2017
გამოხმაურება / 0 /
ნათია
დილით უზმოზე უნდა მივიგოთ?რამდენ ხანში შეიძლება საჭმელის მიგება?
22:42 / 21-06-2017
გამოხმაურება / 0 /
ტარო გრუზინსკი
სად ვიშოვო ეს ყველაფერი...ვინ მეტყვის
17:18 / 16-06-2017
გამოხმაურება / 0 /
მაია ლომიძე
პოჩკა ითარგმნება სხვანაირადაც,მაგალითად კვირტი.
17:03 / 02-06-2017
გამოხმაურება / 0 /
ეკა
"კრაზანა" ეს მცენარე იწვევს ალერგიას , კერძოდ ჭინჭრის ციებას , ხანგრძლივად მიღების შედეგად . ზოგადად ძალიან ფრთხილად მოეკიდეთ მსგავს მცენარეულ ნაყენებს.
15:48 / 01-06-2017
გამოხმაურება / 0 /
მაია
ბერიოზოვიე პოჩკი არის არყის ხის თირკმელი
13:04 / 01-06-2017
გამოხმაურება / 0 /
თემურ
არყის ხის შარდის ბუშტი უფრო ეფექტურია
08:49 / 01-06-2017
გამოხმაურება / 0 /
გოგონა
არყის ხის თირკმელში რა იგულისხმება, კვირტები?
03:16 / 31-05-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS