1. ანანასი და რძე
ანანასი შეიცავს ნივთიერებას, რომელმაც შესაძლოა სერიოზული მოწამვლა გამოიწვიოს, თუ რძესთან ან რძის პროდუქტებთან ერთად მიიღებთ.
2. პაპაია და ლიმონი
ამას ანემიისა და ჰემოგლობინის პრობლემის გამოწვევა შეუძლია. განსაკუთრებით მოარიდეთ ბავშვებს.
3. ბანანი და პუდინგი
ეს გემრიელობა კუჭს დისკომფორტს უქმნის, გექნებათ სიმძიმის შეგრძნება. ასევე აფერხებს თავის ტვინის მუშაობას და ზრდის ტოქსინების გამოყოფას. ბავშვებისთვის შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს.
4. ფორთოხალი და სტაფილო
ზრდის
5. გუავა და ბანანი
შეუძლია გაზების დაგროვება და კუჭში აციდოზის გამოწვევა, რაც გულისრევისა და შებერილობის შეგრძნებით გამოიხატება, ასევე თავისა და მუცლის ტკივილით.
6. ფორთოხალი და რძე
ბევრი დილაობით შვრიას მიირთმევს რძით და ამას ფორთოხლის წვენს აყოლებს.
ფორთოხლის წვენი ხელს უშლის სახამებლის გათავისებას, რასაც შეიცავს შვრია. გარდა ამისა, როცა რძე და ფორთოხლის წვენი ერთმანეთს კუჭში შეერევა, ეს მონელებას ართულებს, განსაკუთრებით ბავშვებში.
7. ბოსტნეული და ხილი
ხილი ბევრ შაქარს შეიცავს, რის გამოც ბოსტნეული რთულად გადამუშავდება და დიდხანს რჩება კუჭში.
შესაძლოა გამოიწვიოს თავისა და მუცლის ტკივილი, დიარეა და ინფექცია.
ეს ყველაფერი ერთად, უმჯობესია რაციონიდან ამოიღოთ, განსაკუთრებით ბავშვების რაციონიდან. თუმცა არსებობს სასარგებლო პროდუქტებიც, რაც არანაკლებ გემრიელია!
მთავარია, შეურიოთ ერთი კატეგორიის ხილი:
ტკბილი - ატამი, ქლიავი, ბანანი, ვაშლი, საზამთრო, ნესვი.
მჟავე - გრეიფრუტი, ფორთოხალი, ლიმონი, კენკრა, კივი, ყურძენი, ანანასი.
ნახევრადმჟავე - მწვანე ვაშლი, მანგო, ჟოლო, მარწყვი.
ნეიტრალური (შეიცავს ცილას, ვიტამინებს, მარილს და ცხიმებს) - ავოკადო, ქოქოსი, ნუში, ნიგოზი.
ანა გარელი