29 მაისი, 2017
სიმძიმე ჭამის შემდეგ, ჭარბი ოფლიანობა, გახშირებული სუნთქვა, სისუსტე - ღვიძლი შველას ითხოვს
ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები მთელ ორგანიზმს უქმნის საფრთხეს. სიმძიმის შეგრძნება ჭამის შემდეგ, ჭარბი ოფლიანობა, გახშირებული სუნთქვა, როცა სულის მოთქმა გიჭირთ, სისუსტე, მიწისფერი კანი, გულისრევის შეგრძნება - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ სიმპტომებისა, რომლებიც ღვიძლის დაავადებებისას იჩენს თავს, ამიტომ მათი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.

სრულყოფილი მუშაობისთვის ღვიძლს აუცილებლად სჭირდება პერიოდული დეტოქსიკაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს საშიში დაავადებები.

ღვიძლის გაწმენდაში ყველაზე უკეთ სამკურნალო ბალახები დაგეხმარებათ.

კრაზანა
1 სადილის კოვზ კრაზანას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ 15
წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგით და გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ დღეში 3-ჯერ.

ეს ბალახი აცხრობს ანთებას, აძლიერებს მთელ ორგანიზმს და ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

ავშანი
ავშანის სიმწარე ეხმარება ქოლეცისტიტისა და ჰეპატიტის დროსაც.
2 ჩაის კოვზ ხმელ ბალახს დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე. დალიეთ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე საათ-ნახევრით ადრე. მკურნალობის კურსი 2-3 კვირაა.

ავშანი აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და ებრძვის ორგანიზმში მოკალათებულ პარაზიტებს.

პიტნა
5 გრამ პიტნას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. დალიეთ თითო ჩაის კოვზი ნაყენი ყოველ 3 საათში.

პიტნა სასარგებლოა მოწამვლის დროსაც, ის ეხმარება ღვიძლს ტოქსინებისგან გათავისუფლებასა და ნაღვლის უკეთ გამომუშავებაში.

გულყვითელა (კალენდულა)

კალენდულა აჩქარებს ცვლის პროცესებს ღვიძლში, აუმჯობესებს სეკრეტორულ ფუნქციას, აძლიერებს ნაღვლის გამომუშავებას.
2 ჩაის კოვზ კალენდულას ყვავილს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში და შემდეგ გადაწურეთ. დალიეთ ნახევარი ჭიქა ნაყენი დღეში 4-ჯერ.

სამკურნალო ბალახები შეგიძლიათ მიიღოთ პროფილაქტიკის მიზნითაც. თუ გრძნობთ, რომ ორგანიზმში რაღაც რიგზე ვერ არის, დალიეთ სამკურნალო ბალახეულის ნაყენი, შვებას აუცილებლად იგრძნობთ.

ბალახები შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ცალ-ცალკე, ისე ნაკრების სახით. ისინი მხოლოდ აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას.

სამკურნალო ბალახების ნაყენის სმა ძალიან სასარგებლოა ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ, ასე ის გაცილებით ადვილად გაუმკლავდება ტოქსინებს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მალხაზი
მაქვს კრონიკული ბ ჰეპატიტი შემიძლია ეს ნაყენი მივიღო
23:01 / 08-06-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS