ნახეთქებზე უნდა დაიფინოთ ძირმწარას ნახარშის კომპრესი: 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ძირმწარას ფესვს დაასხით 2 ჭიქა წყალი და ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ, დაასველეთ მასში ხელსახოცი და დაიფინეთ.
სამკურნალო ბარისპირას ქორფა ფოთლები დასრისეთ ფაფისებურ კონსისტენციამდე და მიღებული ფაფა დაიდეთ დახეთქილ მონაკვეთზე.
20 გრამ კრაზანის ფოთოლს დაასხით 200 მილილიტრი სელის ან მზესუმზირის ზეთი, გააჩერეთ 14 დღის განმავლობაში, ყოველდღე შეანჯღრიეთ. წაისვით დახეთქილ ძუძუსთავებზე დღეში 1-2-ჯერ ყოველდღე.
სოფიო ბულაური