შემოთავაზებული რეცეპტი ასტიმულირებს თმის ზრდას.
ინგრედიენტები:
2 სადილის კოვზი მდოგვის ფხვნილი.
2 სადილის კოვზი ცხელი წყალი.
1 კვერცხის გული.
2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი.
2 ჩაის კოვზი შაქარი.
მომზადების წესი:
ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თუ კვერცხის სუნს ვერ იტანთ, შეგიძლიათ, თაფლით ჩაანაცვლოთ.
გამოყენების წესი:
ნიღაბი წაისვით
ნიღაბი გაიჩერეთ 15 -60 წუთის განმავლობაში. პირველ ჯერზე შეეცადეთ 15 წუთით მაინც გაიჩეროთ, მაშინაც კი თუ იგრძნობთ, რომ თავზე ცეცხლი გეკიდებათ. ამ მოკლე დროში ნიღაბი არაფერს გავნებთ, სამაგიეროდ კანი შეეჩვევა და მომდევნო ჯერზე შეიძლება 30 წუთით გაიჩეროთ. შემდეგ დრო გაზარდეთ.
თმის წვერებზე შეგიძლიათ ზეთი წაისვათ, თორემ ნიღაბმა შეიძლება ზედმეტად გამოაშროს ისინი.
ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ერთხელ. საერთო კურსი ერთი თვეა.
როგორც აღვნიშნეთ, ეს ნიღაბი ხელს უწყობს ხშირი ბზინვარე თმის ზრდას, ამასთან თმის გაცხიმიანების პროცესი თანდათან უფრო შემცირდება და თმის ხშირი დაბანაც არ მოგიწევთ.
სოფიო ბულაური