25 მაისი, 2017
მოიშორეთ ზედმეტი სითხე და ცხიმი, დაეხმარეთ ფილტვებს - ჯანმრთელობის სამი დღე
არასწორი კვება, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, დამუშავებული საკვები დიდ ზიანს აყენებს ჯანმრთელობას. ორგანიზმში ბევრი მავნე ნივთიერება და ჭარბი სითხე გროვდება.

შემოგთავაზებთ ორგანიზმის გაწმენდის სამდღიან მეთოს, რომლის დახმარებითაც არა მარტო მავნე ნივთიერებებისა და ჭარბი ცხიმისგან გათავისუფლდებით, არამედ მოიშორებთ ზედმეტ ცხიმსაც. ასე რომ, ჯანმრთელობასთან ერთად მოხდენილ გარეგნობასაც დაიბრუნებთ.

სამდღიანი გამწმენდი პროცესის დაწყების წინა საღამოს დაწოლის წინ სამკურნალო ბალახების ჩაი დალიეთ. ეს ხელს შეუწყობს ნაწლავების უფრო ადვილად დაცლას და თავიდან აგაცილებთ გაუვალობას.

დილით საუზმის წინ - დალიეთ ნახევარ ჭიქა
ცივ წყალში გაზავებული ორი ლიმონის წვენი. ეს დაეხმარება თქვენს საჭმლის მომნელებელ სისტემას და ფილტვებს.

დილით საუზმის შემდეგ
- დალიეთ 1,5 ჭიქა გრეიფრუტის წვენი, შეგიძლიათ ანანის წვენითაც ჩაანაცვლოთ. ეს წვენები მდიდარია ანტიოქსიდანტებით და აძლიერებს იმუნურ სისტემას.

სადილის წინ
- დალიეთ 1 ჭიქა სტაფილოს წვენი. ეს აჩქარებს დეტოქსიკაციის პროცესს. სტაფილოს წვენი ძალიან სასრგებლოა სასუნთქი გზების ჯანმრთელობისთვის.

სადილი - შეგიძლიათ მოამზადოთ კოქტეილი ძახველის, სტაფილოს, ნიახურის წვენისა და ზღვის მარილისგან. გამოწურეთ იმდენი, რომ 1,5 ჭიქა წვენი მიიღოთ და დალიეთ სადილის დროს.

კოქტეილი შეიცავს ნივთიერებებს, რმლებიც ორგანიზმიდან გამოდევნის მავენე ნივთიერებებსა და თავისუფალ რადიკალებს.

საღამოს
- ვახშმამდე ერთი საათით ადრე დალიეთ ასკილის, კოჭასა და პიტნის ნაზავის ჩაი. ასეთი ჩაი გამოდევნის ლორწოს, ატავისუფლებს გაჭედილ ცხვირს.

ძილის წინ
- დალიეთ 340 მილილიტრი შტოშის წვენი. ესწვენი იცავს ორგანიზმს ინფექციებისგან და ძალიან სასრგებლოა სისხლისა და შარდის ბუშტის ჯანმრთელობისთვის.

გაიმეორეთ ეს პროცესი სამი დღის განმავლობაში.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS