25 მაისი, 2017
მოიშორეთ ნაოჭები ყელიდან - ბუნებრივი საშუალება, რომელიც ყოველთვის ამართლებს
ქალის ასაკს ყელი და ხელები გასცემენ, ამიტომ მათ განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. შემოგთავაზებთ ნიღაბს, რომლის დახმარებითაც ადვილად მოიშორებთ ნაოჭებს ყელიდან.

როგოც აღმოჩნდა, ყელის არიდან ნაოჭებს კარგად აშორებს მწიფე ბანანი. მასში შემავალი ნივთიერებები აუმჯობესებენ კანის ელასტიკურობას.

ეს ძალიან იაფი და მარტივი საშუალებაა და ნამდვილად ღირს გამოცდა - საკმარისია ერთი მწიფე ბანანი კარგად დასრისოთ, დაუმატოთ ერთი სადილის კოვზი ვარდის წყალი და მიღებული მასა წაისვათ ყელის არეზე. ნიღაბი გაიჩერეთ 20 წუთით და შემდეგ ჩვეულებრივ ჩამოიბანეთ.

პროცედურა გაიმეორეთ კვირაში სამჯერ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS