24 მაისი, 2017
შაკიკი - ეს სასმელი გაგიყუჩებთ თავის ტკივილს მწვავე შეტევის დროს
ბევრ მცენარეს აქვს ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სხვადასხვა სამკურნალო თვისება. ერთ-ერთია კოჭა, რომელსაც შეუძლია ზოგჯერ მთლიანად შეცვალოს ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი.

კოჭას შეუძლია არა მხოლოდ გაგიყუჩოთ უბრალო თავის ტკივილი, არამედ მნიშვნელოვნად შეგიმსუბუქოთ შაკიკის შეტევები.

ინგრედიენტები:

2 ფინჯანი ჩვეულებრივი წყალი.

1 ფინჯანი გაზიანი წყალი.

1 ლაიმის ახალგამოწურული წვენი.

½ ჭიქა გახეხილი კოჭა.

½ -1 ჩაის კოვზი თაფლი.

მომზადების წესი:

წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე და დაუმატეთ კოჭა. შემდეგ საშუალო დონემდე დაუწიეთ ცეცხლს და ადუღეთ 5-10 წუთის განმავლობაში.

ნახარში საწურის
საშუალებით გადაწურეთ და დაუმატეთ ლაიმის წვენი, გაზიანი წყალი და თაფლი.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნულა
ისმევა მხოლოდ ტკივილის დროს?
01:22 / 25-05-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS