საჭმლის მომნელებელი სისტემის გაუმართავი მუშაობა გაუვალობის მიზეზი ხდება. წარმოიდგინეთ გაჭედილი მილი - როცა წყალი გზას ვერ პოულობს, ის უკან ბრუნდება. სწორედ ასე ხდება, თუ მსხვილი ნაწლავი დაბინძურებულია და ნაწლავები სათანადოდ ვერ იცლება. მავნე ნივთიერებები ორგანიზმში რჩება და სერიოზულ საფრთხეს უქმნის საერთო ჯანმრთელობას.
შემოთავაზებული რეცეპტი დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა.
ინგრედიენტები:
1 ვაშლი.
1 ჩაის კოვზი თაფლი.
1 ჭიქა წყალი.
1 სადილის კოვზი ჩიას თესლი.
1 სადილის კოვზი დაფქული სელის თესლი.
მომზადების წესი:
ჩიას თესლის
გარდა, ბლენდერის მეშვეობით ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში, შემდეგ მიღებული მასა ჩაასხით ჭიქაში და შეურიეთ ჩიას თესლი, ურიეთ მანამ, ვიდრე ჩიას თესილ კარგად არ გაიჟღინთება და გაიბერება. დაახლოებით, ხუთი წუთი დაგჭირდებათ, შემდეგ დალიეთ.
სოფიო ბულაური