23 მაისი, 2017
გლუვი კანი - დაიბრუნეთ სილამაზე მხოლოდ ორი ინგრედიენტით
კანი დაფარულია ფორებით, მათი დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია, თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად, ზოგჯერ კი სხვადასხვა მიზეზითაც, ფორები ფართოვდება, უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება და არცთუ სასიამოვნოდ გამოიყურება.

შემოგთავაზებთ შინაურ ნიღაბს, რომელიც ავიწროებს ფორებს და ნაკლებად შესამჩნევს ხდის მათ.

ინგრედიენტები:
1 კვერცხის ცილა.
2 სადილის კოვზი შვრიის ფანტელი.
2 სადილის კოვზი ლიმონის წვენი.

მომზადების წესი:
ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში ისე, რომ პასტის კონსისტენციის მასა მიიღოთ, წაისვით სახეზე და გაიჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში. შემდეგ კი ცივი წყლით
ჩამოიბანეთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS