22 მაისი, 2017
ფიტნესსალათა - მოიშორეთ ზედმეტი წინა გემრიელად
სალათა, რომლის რეცეპტსაც შემოგთავაზებთ დაგეხმარებათ მტანჯველი შიმშილის გარეშე, უმტკივნეულოდ მოიშოროთ ზედმეტი წონა და ფიზიკური დატვირთვის მიუხედავად მშვიდად იყოთ, თქვენი კუნთები თანაბრად გამკვრივდება და ბოდიბილდერის სხეულს არ დაემსგავსება.

ინგრედიენტები:
500 გრამი კანგაცლილი ქათმის მკერდი.
500 გრამი კომბოსტო.
2 მოხარშული კვრცხი.
200 გრამი ნატურალური იოგურტი.

მომზადების წესი:
კანგაცლილი ქათმის მკერდი მარილიან წყალში მოხარშეთ. შემდეგ გააგრილეთ. კომბოსტო წვრილად დაჭერით, მოათავსეთ ღრმა ჯამში, მოაყარეთ მარილი და ხელით ოდნავ დასრისეთ, ცოტა რომ დარბილდეს. დაჭერით ქათმის მკერდი და კვერცხი (შეგიძლიათ გახეხოთ),
ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში, მოასხით იოგურტი და კიდევ ერთხელ აურიეთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS