22 მაისი, 2017
ნაოჭები - ჟელატინი დაგიბრუნებთ ახალგაზრდობას
ჟელატინს საკმაოდ აქტიურად იყენებენ კოსმეტოლოგიაში. აღმოჩნდა, რომ მას ნაოჭების საწინააღმდეგო საოცარი მოქმედება აქვს. ჟელატინი ასწორებს წვრილ ნაოჭებს, ჭიმავს ლოყებისა და ღაბაბის კანს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი
აურიეთ ერთმანეთში 1 სავსე კოვზი ჟელატინი, 0,5 ჭიქა წყალი, 3 სადილის კოვზი თაფლი, 0,5 ჭიქა გლიცერინი და 1 გრამი (დანის წვერით) სალიცილის მჟავა.

ნარევით სავსე ჭურჭელი მოათავსეთ ცხელ წყალში და ურიეთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. შემდეგ ამოიღეთ წყლიდან და მუდმივი მორევით გააგრილეთ.

მიღებული კრემი ყოველდღე
წაისვით დაძინებამდე 2 საათით ადრე, გაიჩერეთ 20 წუთით. კრემის ნარჩენები, რომელიც კანმა არ შეიწოვა ხელსახოცით მოიშორეთ.

კრემი მაცივარში შეინახეთ. საერთო მასიდან აიღეთ იმდენი კრემი, რამდენიც ერთ ჯერზე გჭირდებათ, შათბეთ და წაისვით სახეზე.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS