19 მაისი, 2017
7 მიზეზი, რომ კიტრი ყოველდღე უნდა მიირთვათ
თუ კიტრს ყოველდღე მიირთმევთ ეს ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო იქნება:

ჰიდრატაცია
კიტრის 95% წყალია, ამიტომ შეგიძლიათ მიიღოთ, როგორც დღეში სავალდებულოდ დასალევი 2 ლ წყლის დანამატად. ექსპერტების თქმით ადამიანმა წყლის 20-30% პროდუქტების სახით უნდა მიიღოს, ამიტომ კიტრი იდეალური არჩევანია.

სიმსივნის პროფილაქტიკა
კიტრი შეიცავს ნივთიერებას, სახელად კუკურბიტაცინი, რომელიც 2010 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად სწორედ ის ნივთიერებაა, რაც სიმსივნის სამკურნალო ეფექტური წამლისთვის შექმნაში გამოიყენება.

ჯანმრთელი ძვლები
მერილენდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ძვლების ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია K ვიტამინი. D ვიტამინთან ერთად
კი მსხვილდება ძვლის ქსოვილი და დადებითად მოქმედებს კალციუმის დაბალანსებაზე.

უჯრედების განახლება
ისევე, როგორც ანტიოქსიდანტების შემცველი ყველა სხვა პროდუქტი, კიტრი ჩვენს ორგანიზმს ნორმალურად ფუნქციონირებაში ეხმარება. უჯრედებში აღდგენითი პროცესები მიმდინარეობს.

ჯანმრთელი გული
კალიუმის ჯანსაღი დოზის შემცველობის ხარჯზე კიტრს შეუძლია განსაკუთრებით სასარგებლო იყოს გულისა და სისხლძარღვების დაავადების დროს.

მონელების დარეგულირება
დიდი რაოდენობით ბოჭკოებისა და წყლის შემცველობის კიტრი არეგულირებს მონელების პროცესებს და ყაბზობის პრობლემებს მოგიხსნით.

მეხსიერების გაუმჯობესება
კიტრი ასევე შეიცავს ფიზეტინს, რასაც ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ნერვული უჯრედების დაზიანებისგან დამცველს, აუმჯობესებს მეხსიერებას და ამცირებს ალცჰაიმერით დაავადების რისკს.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS