ისპანახი, მწვანილი, კომბოსტო, სხვა მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული: ისინი შეიცავენ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობს კარგი მხედველობის შენარჩუნებას.
თევზი და სხვა ომეგა-3-ით მდიდარი პროდუქტი: ცნობილია, რომ თევზი სასარგებლოა გულისა და მხედველობისთვის. თევზში აღმოჩენილია ნივთიერებები, რომლებიც აუცილებელია თვალის ბადურის განვითარებისა და ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
სტაფილო, წითელი ბულგარული წიწაკა, ნუში და მზესუმზირა: ეს პროდუქტი დიდი რაოდენობით შეიცავს ბეტაკაროტინს და С და Е ვიტამინებს, რომლებიც 20-25%-ით ანელებს ან აჩერებს ასაკობრივ მაკულარულ
ხამანწკები, კიბორჩხალა, საქონლის ხორცი, თუთიით მდიდარი სხვა პროდუქტი: თითია მნიშვნელოვანი მინერალია, რომელსაც ხორცი და ზღვის პროდუქტები შეცავს. A ვიტამინთან ერთად თუთია თვალის ბადურას აუცილებელი საკვებით უზრუნველყოფს და იცავს მემბრანას.
მენიუდან უნდა გამორიცხოთ: ალკოჰოლი, ცხიმიანი ხორცი, მზესუმზირის ზეთი და ნაჯერი ცხიმების შემცველი სხვა პროდუქტი, რომლებიც ააქტიურებენ თავისუფალი რადიკალების მოქმედებას და აფერხებენ ანტიოქსიდანტების მუშაობას.
სოფიო ბულაური