ნებისმიერ შემთხვევაში, გართულების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია მოცემულ მომენტში გულისცემის შენელება. ეს შეგიძლიათ ძალიან მარტივად, ბუნებრივი მეთოდით გააკეთოთ.
ცივი წყალი
ჯამი ცივი წყლით აავსეთ, წყალი რაც უფრო ცივი იქნება, მით უკეთესი, შეგიძლიათ მასში ყინულის ნატეხები ჩაყაროთ. ღრმად ჩაისუნთქეთ და სახე ყინულიან წყალში ჩაყავით. გაჩერდით ამ
ეს მეთოდი ასტიმულირებს ეგრეთ წოდებულ მოხეტიალე ნერვს, რომელიც მოქმედებს გულის რიტმზე.
როცა სახეს ცივ წყალში ყოფთ, ორგანიზმი მეტაბოლიზმის შენელების სიგნალს იღებს, რომელიც ცნობილია ჩაყვინთვის რეფლექსი, რაც ანელებს გულისცემის სიხშირეს. სწორედ ეს რეფლექსი ეხმარება ადამიანებს, დიდხანს გაძლონ ცივ წყალში, რადგან ამ დროს ნელდება ნივთიერებათა ცვლა.
სუნთქვა
აჩქარებული პულსის დროს შეგიძლიათ უფრო მარტივ მეთოდსაც მიმართოთ: ჩაისუნთქეთ მაქსიმალურად ღრმად და სწრაფად ამოისუნთქეთ, გაიმეორეთ რამდენჯერმე.
სოფიო ბულაური