დაბინძურებული გარემო, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, უხარისხო საკვები და ბევრი სხვა ფაქტორი საფრთხეს უქმნის ღვიძლის გამართულ მუშაობას. ამ უმნიშვნელოვანესი ორგანოს გაუმართავი მუშაობა უარყოფითად აისახება დანარჩენი ორგანოების მუშაობაზეც, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საერთო ჯანმრთელობას.
ამიტომ ამიტომ აუცილებელია დროდარო მაინც დაეხმაროთ ღვიძლს და ის ტოქსინებისგან გაათავისუფლოთ.
ეს სასმელი დაგეხმარებათ ღვიძლის დეტოქსიკაციაში.
ინგრედიენტები:
125 გრამი ნედლი კომბოსტო.
1 ლიმონი.
25 გრამი ნიახური.
250 გრამი მსხალი.
ერთი ნაჭერი კოჭა.
500 მილილიტრი წყალი.
10 გრამი პიტნა.
მომზადების წესი:
კომბოსტო, მსხალი, ნიახური
და კოჭა მოათავსეთ ბლენდერში, დაუმატეთ ერთი ჭიქა წყალი და დააქუცმაცეთ. შემდეგ დაუმატეთ ლიმონის წვენი, დარჩენილი წყალი და პიტნა. კიდევ ერთხელ კარგად აურიეთ და ჭიქებში ჩამოასხით.
დალიეთ დღეში ორჯერ - დილით და საღამოს.
სოფიო ბულაური