არჩევენ დიეტებს, ინტენსიურად ვარჯიშობენ და ზოგჯერ სასურველი წონის მისაღწევად შიმშილობენ კიდეც, რითაც სერიოზულად ვნებენ ჯანმრთელობას.
შემოგთავაზებთ მარტივ რეცეპტს, რომელიც დაგიცავთ შიმშილისა და დამღლელი ფიზიკური ვარჯიშებისგან და საშუალებას მოგცემთ უმტკივნეულოდ და რაც მთავარია, ჯანმრთელობისთვის უვნებლად მოიშოროთ ზედმეტი წონა.
მომზადებული სმუზი შეგიძლიათ მიირთვათ ყოველდღე საუზმის ან ვახშმის ნაცვლად. კარგია დატვირთული ფიზიკური ვარჯიშის შემდეგაც. ის აჩქარებს ცხიმის წვის პროცესს და ზრდის კუნთოვან მასას.
ინგრედიენტები:
1 ჩაის კოვზი სელის თესლი.
1 ჩაის კოვზი გახეხილი კოჭა.
½ ფინჯანი დაქუცმაცებული ანანასი.
1/3 ჭიქა ნუშის რძე.
მომზადების წესი:
ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და დააქუცმაცეთ.
სოფიო ბულაური