16 მაისი, 2017
ჯანმრთელი გული - კიტრის საოცარი თვისება
ხილისა და ბოსტნეულის რეგულარული გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკს, მათ შორის გულის დაავადებების, ინსულტის, დიაბეტისა და სიმსუქნის.

კიტრი შეიცავს კალიუმს, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა გულის მუშაობისთვის. ერთი ფინჯანი დაჭრილი კიტრი შეიცავს ორგანიზმისთვის კალიუმის დღიური ნორმის 4%-ს, სამაგიეროდ მასში გაცილებით ნაკლები კალორიაა, ვიდრე კალიუმის შემცველი სხვა პროდუქტი, მაგალითად, ბანანი.

კალიუმი აფართოებს სისხლძარღვებს, რითაც ხელს უწყობს სისხლის წნევის დაქვეითებას. ეს კი, თავის მხრივ, აუმჯობესებს გულის მუშაობას.

კალიუმი აფერხებს სისხლის შედედების პროცესს, რითაც ასევე, აუმჯობესებს გულის მუშაობას.

გაითვალისწინეთ:
ლაპარაკია ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივ პირობებში მოყვანილ კიტრზე.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS