16 მაისი, 2017
შეშუპებული სახე - დაიბრუნეთ სილამაზე და ჯანმრთელობა
დილით ბევრი იღვიძებს შეშუპებული სახით. ამ სიმპტომს ხშირად არ აქცევენ ყურადღებას. მართალია, ზოგჯერ ის შეიძლება უბრალო გადაღლაზე მიუთითებდეს, მაგრამ უმეტესად ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიანიშნებს.

სხის შეშუპება შეიძლება მეტყველებდეს ორგანიზმში ზედმეტი სითხის დაგროვებაზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თირკმლებისა და ღვიძლის, ასევე, ენდოკრინულ დაავადებებზე. ცხადია, თუ შეშუპებული სახით ხშირად იღვიძებთ, მიზეზის დასადგენად აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. შემოთავაზებული რეცეპტები კი, თუ მიზეზი სერიოზული არ არის, სწრაფად დაგიბრუნებთ ჩვეულ სახეს.

სახის დაბანა
შეშუპების სწრაფად დასაცხრობად დილით სახე კონტრასტული ტემპერატურის წყლით დაიბანეთ.
დაიწყეთ დაბანა თბილი წყლით, შემდეგ მკვეთრად გადადით ცხელზე (ოღონდ ძალიან ცხელი არ მოგივიდეთ) და შემდეგ, ასევე მკვეთრად - ცივზე.

ეს პროცედურა ააქტიურებს სისხლის ცირკულაციას, შესაბამისად, აცხრობს შეშუპებას.

მწვანე ჩაი
თუ სახის შეშუპების მიზეზი თირკმლების არასწორი ფუნქციონირებაა, დილით უნდა დალიოთ რძიანი მწვანე ჩაი. შეგიძლიათ სახე მწვანე ჩაის ნაყენში დასველებული ბამბითაც დაიზილოთ. განსაკუთრებით თვალების ირგვლივ - ეს უფრო სწრაფად მოგაშორებთ ტომსიკებს თვალებქვეშ და დააჩქარებს საერთო შეშუპების დაცხრომას.

კარტოფილის ნიღაბი
კარტოფილი სახის შეშუპების საწინააღმდეგო კარგი საშუალებაა. საკმარისია ერთი კარტოფილი გახეხოთ და მიღებული მასა სახეზე წაისვათ. შეგიძლიათ ამისთვის კანიანად მოხარშული კარტოფილიც გამოიყენოთ - კანი გააცალეთ და გაქენით.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS