16 მაისი, 2017
კბილის პასტა - მოამზადეთ საკუთარი ხელით და შეინარჩუნეთ ჯანმრთელი კბილები
ეს შინაური კბილის პასტა არ შეიცავს ფტორს. აქვს ანტიბაქტერიული თვისებები, სრულიად უსაფრთხოა კბილის მინანქრისთვის, იცავს კბილებს ნადებისა და კარიესისგან, აშორებს პირის ღრუს უსიამოვნო სუნს.

ინგრედიენტები:
3 სადილის კოვზი ქოქოსის ზეთი.
3 სადილის კოვზი საკვები სოდა.
1 სადილის კოვზი ქსილიტი ( ან შაქრის სხვა შემცვლელი, აუცილებელია გემოსთვის).
1 სადილის კოვზი ნიმის ფხვნილი.
15 წვეთი პიტნის ან თქვენთვის სასაურველი სხვა არომატის ეთერზეთი.

მომზადების წესი:
ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში, ვიდრე პასტის კონსისტენციის მასას არ მიიღებთ.
გარე ტემპერატურის
შესაბამისად, ქოქოსის ზეთი შეიძლება გამყარდეს. გამოყენებისთვის მოხერხებული რომ იყოს, მიღებული მასა მინის ქილაში მოათავსეთ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ჩვეულებრივი კბილის პასტის სახით, დღეში სამჯერ. ის ათეთრებს კბილის მინანქარს, კურნავს ღრძილებსა და კარიესს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნატალია
სოდა ყოველდღიურად არ დააზიანებს კბილის ემალს?
22:59 / 21-04-2021
გამოხმაურება / 0 /
TOPS