15 მაისი, 2017
7 ვიტამინი, რომლებიც ძალიან საჭიროა 40 წლის მერე
7 ვიტამინი და მიკროელემენტი , რომლებიც აუცილებელია 40 წლის შემდეგ, რამდენადაც ორგანიზმი ისე ვერ მუშაობს, როგორც 20 წლის ასაკში:

1. ვიტამინი B12
აუცილებელია ტვინისა და სისხლისმიმოქცევის ნორმალური მუშაობისთვის.
დღის დოზა - 2 ჭიქა რძე.

2. კალცი
გარდა ძვლებისა, კალცი აუცილებელია კუნთების, გულის მუშაობის, ნერვებისა და სხვა ბიოქიმიური რეაქციებისთვის.
მიიღეთ 150 გრ ყველი დღეში.

3. D ვიტამინი
D ვიტამინის ნაკლებობას შეუძლია დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, გაფანტული სკლეროზის, სარძევე ჯირკვლის, მსხვილი და სწორი ნაწლავის სიმსივნის გამოწვევა.
დღიური დოზა: 100 გრ ცხიმიანი
თევზი.

4. მაგნიუმი
მაგნიუმის დეფიციტი, ასევე გამოიწვევს დიაბეტს, ანთებასა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.
მიირთვთ დღეში 300 გრ მოხარშული ისპანახი.

5. კალიუმი
პოსტმენოპაუზის პერიოდში, თუ ქალი რეგულარულად იღებს, კალიუმის შემცველ პროდუქტს, ინფაქტის რისკი მცირდება.
დღიური დოზა: 300 გრ ლობიო.

6. ომეგა-3
ხელს უწყობს სისხლის წნევისა და ცუდი ქოლესტერინის დონის დაკლებას, იცავს გულის დაავადებებისგან და ეხმარება კარგი მეხსიერების შენარჩუნებაში.

დღის დოზა: 2 ც კაკალი.

7. პრობიოტიკები
პრობიოტიკები მნიშვნელოვანია ნაწლავების მუშაობისა და ჯანსაღი წონის შენარჩუნებისთვის. კარგია გულ-სისხლძარღვთა სისტემის, დიაბეტისა და ინფაქტის პროფილაქტიკისთვის.

მიირთვით დღეში 300 გრ იოგურტი.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS