15 მაისი, 2017
ლამინარია - ახლგაზრდა და მკვრივი კანი
ლამაზი კანის დასაბრუნებლად დიდი შრომა არ დაგჭირდებათ, ამ რეცეპტს რეგულარულად გამოიყენებთ.

ეს ძალიან ადვილია: 2-3 ჩაის კოვზ ლამინარიას დაასხით 4-5 სადილის კოვზი მდუღარე წყალი, მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, შემდეგ დააფარეთ თავზე და გააჩერეთ 5-10 წუთის განმავლობაში.

დაამატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი, თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, ხოლო მშრალი კანის შემთხვევაში დაამატეთ A ან E.

შეეცადეთ წყალი ბევრი არ მოგივიდეთ, თორემ მასა თხელი გამოვა და წასმისას სახიდან ჩამოგეწუწებათ.

ნიღაბი თითებით წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20-25 წუთით.

ჩამოიბანეთ
თბილი წყლით და დაწექით დასაძინებლად.

გაიკეთეთ ეს ნიღაბი კვირაში 3-4-ჯერ და გაახალგაზრდავდით 2-3 წლით.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS