ფილტვებისა და სასუნთქ გზებთან დაკავშირებული დაავადებები ბევრს აწუხებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში. მდგომარეობას ართულებს არასწორად შერჩეული რაციონიც. ასეთ დროს უნდა მოერიდოთ ისეთ პროდუქტებს, რომლებიც ხელს უწყობს ფილტვებში ლორწოს დაგროვებას, მაგალითად, პური, კარაქი, ტკბილეული, ცხიმი.
ხალხური რეცეპტები მნიშვნელოვნად შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას. შემოთავაზებული რეცეპტი სრულიად უსაფრთხოა დიდ დახმარებას გაუწევს მწეველებსა და სასუნთქი გზების პრობლემების მქონეთ. ძალიან სასარგებლოა პნევმონიისა და ქრონიკული ბრონქიტის დროს.
ფიჭვის რძე
ცივ გამდინარე წყალში კარგად გარეცხილ ფიჭვის 3 მწვანე გირჩას და ფიჭვის ცოტაოდენ ფისს დაასხით ნახევარი
ლიტრი მდუღარე რძე. მოატავსეთ თერმოსში და გააჩერეთ 3-4 საათის განმავლობაში. შემდეგ ექვს ფენად გაკეცილი მარლი მეშვეობით გადაწურეთ. გირჩები არ გადაყაროთ, გარეცხეთ გამდინარე ცივი წყლით და კიდევ ორჯერ შეგიძლიათ გამოიყენოთ.
გამოყენების წესი:
დალიეთ თითო ჭიქა დილით უზმოზე და საღამოს ძილის წინ.
ეს სასმელი ძალიან სასარგებლოა ასთმით დაავადებულთათვისაც.
სოფიო ბულაური