ნუშს იყენებენ საჭმლის მონელებისა და თირკმლების მუშაობის პროცესის მოსაწესრიგებლად.
ნუში აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, მხედველობას, ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას. აქვს შხამსაწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ასუფთავებს კუჭსა და შარდის ბუშტს. შემოგთავაზებთ რამდენიმე რეცეპტს.
ჭორფლის წინააღმდეგ
1 სადილის კოვზ ნუშის (მწარე) დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ წყლის ორთქლზე 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ, გააგრილეთ და წაისვით სახეზე. ჭორფლი თანდათან
შეკრულობისას
მიიღეთ 1-2 სადილის კოვზი ნუშის ზეთი. ასევე შეგიძლიათ მოიქცეთ გასტრიტისა და ბრონქიტის შემთხვევაში.
სიყვითლის მკურნალობისას
პირველ დღეს დღეში ორჯერ ჭამამდე მიირთვით ხუთი ცალი ნუში (ყოველ ჯერზე), მეორე დღეს - 10. მესამე დღეს - 15. კურსი სამდღიანია. ექიმთან კონსულტაციის შემდეგ შეგიძლიათ გაიმეოროთ.
სმენის გასაუმჯობესებლად
ერთ ყურში ჩაიწვეთეთ 7 წვეთი ნუშის ზეთი და ბამბა ჩაიდეთ. მეორე დღეს ამდენივე ნუშის ზეთი ჩაიწვეთეთ მეორე ყურში. პროცედურა გაიმეორეთ რამდენიმე დღის განმავლობაში. როგორც კი სმენის გაუმჯობესებას იგრძნობთ, ყური თბილი წყლით ამოირეცხეთ.
სოფიო ბულაური