11 მაისი, 2017
გაწუხებთ ქერტლი და თავის კანის ქავილი? სცადეთ შავი ცირცელი
ცირცელს აქტიურად იყენებენ ხალხურ მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში. ის უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები.

შავი ცირცელი განსაკუთრებით უხდება ცხიმიან თმას. ცხიმიანი სებორეის დროს უსიამოვნო სიმპტომებთან გამკლავებაში სხვა პრეპარატებთან ერთად შავი ცირცელიც დაგეხმარებათ, ის მოგაშორებთ ქერტლს და თავის კანის ქავილს.

1 ჭიქა შავი ცირცელი გაატარეთ ხორსაკეპ მანქანაში, მარლის მეშვეობით გამოწურეთ წვენი და შეიზილეთ თავის კანში. გაიჩერეთ 20 წუთით და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

1 სადილის კოვზი შავი ცირცელი ჩაყარეთ ქვაბში,
დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და შემოდგით ნელ ცეცხლზე 10-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგით, გადაწურეთ და ნახარში თმაზე გადაივლეთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS