ძველი რომაელები მარწყვის წვენსა და რბილობს პირის ღრუს უსიამოვნო სუნის სამკურნალოდ და კბილების გასათეთრებლად იყენებდნენ.
მათეთრებელი ნიღაბი
3 მოზრდილი მარწყვი ფაიფურის ჭურჭელში გაქენით და წაისვით გასუფთავებულ სახესა და დეკოლტეს არეზე. გაიჩერეთ 5-8 წუთით. შემდეგ ჩვეულებრივ ჩამოიბანეთ და დამატენიანებელი კრემი წაისვით.
მკვებავი ნიღაბი
2 საშუალო ზომის მარწყვი ფაიფურის ჭურჭელში გაქენით, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი (ცხიმიანი და ნორმალური კანისთვის) ან ნაღები (მშრალი კანისთვის). წაისვით გასუფთავებულ სახესა და დეკოლტეს არეზე. გაიჩერეთ 10 წუთით და ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
ფორების გასასუფთავებლად
აურიეთ ერთმანეთში 2-3 მარწყვის წვენი და 2 ჩაის კოვზი კოსმეტიკური თიხა. წაისვით წაისვით გასუფთავებულ სახეზე, განსაკუთერებული ყურადღება მიაქციეთ T ზონას. გაიჩერეთ 10 წუთით და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. წაისვით დამატენიანებელი კრემი.
სოფიო ბულაური