10 მაისი, 2017
დალიეთ ეს ცხელი სასმელი ძილის წინ და დაივიწყეთ ქრონიკული ტკივილები
ამ სასმლის მთავარი ინგრედიენტი კურკუმაა. ჯანმრთელობისთვის ამ სანელებლის სასიკეთო თვისებები ფართოდაა ცნობილი და ის სულ უფრო პოპულარული ხდება.

აიურვედულ (ტრადიციული სისტემა ინდურ მედიცინაში) და ჩინურ მედიცინაში კურკუმას იყენებდნენ კანის დაავადებების, კუნთების დაჭიმულობის, იარების, სახსრების ტკივილის, ღვიძლისა და სასუნთქი ორგანოების სამკურნალოდ დაავადებების სამკურნალოდ. აქვს ძლიერი ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები.

კურკუმის ცხელ სასმელი:

იცავს ღვიძლს დაზიანებისგან.

ეხმარება ნაღვლის სეკრეციას.

აჩქარებს ჭრილობის შეხორცებას.

ამსუბუქებს მეორე ტიპის დიაბეტის სიმპტომებს.

ამსუბუქებს რევმატოიდული ართრიტის სიმპტომებს.

იცავს კატარაქტისა და თრომბოზის განვითარებისგან.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია კურკუმის სასიკეთო თვისებებისა. კურკუმა დაგეხმარეათ ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

კურკუმის პასტა

ინგრედიენტები:

ნახევარი ჭიქა გაფილტრული წყალი.
¼ ფინჯანი კურკუმა.
ერთი მწიკვი დაფქული შავი წიწაკა.

მომზადების წესი:
ინგრედიენტები მოათავსეთ პატარა ქვაბში, მოურიეთ და საშუალო ცეცხლზე შემოდგით, ურიეთ მანამ, სანამ სქელ მასად არ გადაიქცევა. გააგრილეთ და მაცივარში შეინახეთ.

კურკუმის ცხელი სასმელი

ინგრედიენტები:
1 ჭიქა ქოქოსის ან ნუშის რძე.
¼ ჩაის კოვზი კურკუმის პასტა (რომელიც უკვე მომზადებული და მაცივარში შენახული გაქვთ).
1 ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი.
თაფლი გემოვნების მიხედვით.

მომზადების წესი:
თაფლის გარდა, ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ პატარა ქვაბში და შემოდგით საშუალო ცეცხლზე, ურიეთ გამუდმებით, მიიყვანეთ ადუღებამდე, მაგრამ არ აადუღოთ. გადმოდგით, დაუმატეთ თაფლი გემოვნების მიხედვით და დალიეთ ძილის წინ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS