10 მაისი, 2017
მოიშორეთ ზედმეტი თმა იაფად და უმტკივნეულოდ - რა შეუძლია კვერცხის ცილას და პიტნის ჩაის
არასასურველი თმის მოშორება არც ისე იაფი და უმტკივნეულო პროცედურაა. ბევრი ხალხური მეთოდი არსებობს, რომელთა მეშვეობით ადვილად შეძლებთ ზედმეტი თმის მოშორებას. მათ შორის ერთ-ერთია კვერცხის ნიღაბი, მისი დახმარებით შეგიძლიათ სახიდან არასასურველი თმა მოიშოროთ:

ბლენდერის მეშვეობით ათქვიფეთ უმი კვერცხის ცილა, დაუმატეთ 1 სადილის კოვზი შაქარი, ½ სადილის კოვზი სიმინდის ფქვილი, უნდა მიიღოთ სქელი პასტის კონსისტენციის მასა და წაისვით საჭირო მონაკვეთზე. გაიჩერეთ გაშრობამდე და შემდეგ მოიშორეთ, მასთან ერთად მოგშორდებათ არასასურველი თმაც.

პიტნის ჩაი

სახეზე ჭარბი თმის მიზეზი ხშირად
ანდროგენური ჰორმონების სიჭარბეა. პიტნის ჩაი ამ ჰორმონის გამომუშავების პროცესის დარეგულირებაში დაგეხმარებათ.

ჩაის მომზადება ძალიან ადვილია:

1 ჩაის კოვზ პიტნის ხმელ ან 5-6 ნედლ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავზე და გააჩერეთ 5-8 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ.

ყოველდღე თითო ფინჯანი პიტნის ჩაი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS