09 მაისი, 2017
დაზიანებული ღრძილები, მშრალი კანი, მტვრევადი თმა და ფრჩხილები - რაზე მიგვანიშნებს საკუთარი ორგანიზმი
ადმიანის ორგანიზმი სრულყოფილი მექანიზმია და როდესაც მისი მუშაობის პროცესში პრობლემები ჩნდება, ის აუცილებლად მიგვანიშნებს ამაზე. აი, რამდენიმე ნიშანი, რომელთა უგულებელყოფა არ ღირს.

სისხლმდენი ღრძილები
ეს, ჩვეულებრივ, C ვიტამინის ნაკლებობაზე მიანიშნებს. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად მიირთვით რაც შეიძლება მეტი ნიორი, ხილი და ბოსტნეული.

გაუხეშებული კანი იდაყვებზე
ხშირად სწორედ ამგვარად გვანიშნებს ორგანიზმი, რომ მას A და C ვიტამინები არ ჰყოფნის.
პრობლემის მოსაგვარებლად მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით გოგრა, გარგარი, სტაფილო, ფორთოხალი.

მტვრევადი თმა და ფრჩხილები
მიანიშნებს,
რომ კალციუმი და D ვიტამინი გაკლიათ. ამიტომაც მიირთვით კალციუმითა და ვიტამინებით სავსე პროდუქტი. მაგალითად, პარკოსნები, კარტოფილი, მარცვლეული, რძე.

მშრალი კანი
მშრალი კანი ხშირად E ვიტამინის დეფიციტზე მეტყველებს. მიირთვით მეტი თხილეული, სხვადასხვა მცენარის ზეთი და თევზის ქონი.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS