არსებობს სხვადასხვა ფაქტორი, რომლებიც გავლენას ახდენენ ქოლესტერინის დონეზე. კერძოდ, გენეტიკური მიდრეკილება, მოწევა, არასწორი კვება, დიაბეტი და მაღალი არტერიული წნევა.
ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანის ქოლესტერინის დონის კონტროლი. მის დარეგულირებაში კი მარტივი ხალხური რეცეპტიც დაგეხმარებათ.
ინგრედიენტები:
4 სადილის კოვზი საკვები სოდა.
5-6 ღერი ოხრახუში.
1 კილოგრამი ლიმონი.
მომზადების წესი:
ლიმონი ჯერ ცივი წყლით გარეცხეთ, შემდეგ კი ერთი საათით ჩააწყვეთ სოდიან თბილ წყალში.
ოხრახუში წვრილად დაჭერით. ერთი საათის შემდეგ ლიმონი კანიანად დაჭერით მომცრო ნაჭრებად.
ქვაბში ჩაასხით 3 ლიტრი წყალი და ჩაყარეთ დაჭრილი ლიმონი და ოხრახუში.
ადუღეთ ისე, რომ 1,5 ლიტრი ნახარში მიიღოთ.
გამოყენების წესი:
დალიეთ 50 მილილიტრი ყოველ დილით უზმოზე.
მომზადებული ნახარში 15 დღის განმავლობაში უნდა გეყოთ.
სოფიო ბულაური